იური ვაზაგაშვილის მეუღლე - პროკურატურის მადლობელი ვარ

პროკურატურის მადლობელი ვარ, - ამის შესახებ იური ვაზაგაშვილის მეუღლემ ციალა შანავამ განაცხადა. მისი შეფასებით, მეუღლის მკვლელობის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობით, კმაყოფილია.

რაც შეეხება იური ვაზაგაშვილოს მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის პროცესის გუშინ პროტესტის ნიშნად დატოვებას, ციალა შანავამ განმარტა, რომ იგი არ ელოდა პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ნიკოლოზ სამარღანიშვილის მოწმის სახით დაკითხვას.

"სამარღანიშვილი კორტების სპეცოპერაციისას ჩემი შვილის მკვლელობის მონაწილეა. ვერ ავიტანე ეს. პროკურატურის მუშაობით კმაყოფილი ვარ. ჩვენ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან", - განაცხადა ციალა შანავამ, რომელიც გუშინდელი განცხადების მიუხედავად გია სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვას დღეს დაესწრო.

იური ვაზაგაშვილის და, მანანა ვაზაგაშვილი აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, მკვლელობის შემკვეთები მალე გამოვლინდებიან.

"ეჭვი მაქვს და თავიდანვე ვამბობდი, რომ მკვლელობის შემკვეთები ფირცხალავა და მისი ბანდაა", - განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.

გია სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვა 1-ელ ოქტომბერს, 11 საათზე განახლდება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს