"ნიკორა" "ნუგეშთან" დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

30 სექტემბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში, ,,ნიკორა" ,,ნუგეშის" ქსელის საკუთარ მფლობელობაში გადასვლასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

კომპანიის ინფორმაციით, ორ მხარეს შორის შემდგარი მოლაპრაკებების შედეგად, სს ,,ნიკორას" შვილობილი კომპანია, ,,ნიკორა ტრეიდი" ,,ნუგეშის" 100 %-იანი წილის მფლობელი გახდა.

"პრესკონფერენციის მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ ,,ნუგეშის" გარშემო არსებული ვითარება, ასევე ინფორმაცია ,,ნუგეშის" ქსელის ,,ნიკორას" მფლობელობაში გადასვლის დეტალებთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს.

სს ,,ნიკორა" 1998 წელს დაფუძნდა და 16 წელზე მეტია კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია.

ამჟამად, კომპანიის ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულისა და გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმოებია გაერთიანებული. ამას გარდა, "ნიკორას" ერთ-ერთი შვილობილი კომპანია "ინტრეიდი" არაერთი სახეობის კვების პროდუქტისა და სასმელის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

"ნიკორა ტრეიდი" ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი სავაჭრო ქსელით - 203 სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი.

კომპანია 500-ზე მეტი საკუთარი წარმოების პროდუქციის წარმოება-რეალიზებას ეწევა , თანამშრომლების რიცხვი კი 4000-ს აღწევს.

სს ნიკორა" უკვე რამდენიმე წელია ფლობს ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ