იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გია სოსანაშვილმა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , ბრალდების მხარემ დღეს დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა და დააყენა შუამდგომლობა ბრალდებულის თანხმობის შემთხვევაში მისთვის კითხვები დაესვათ. თუმცა, სოსანაშვილმა აღნიშნა, რომ მან უკვე მისცა გამოძიებას ჩვენება, შესაბამისად აღარ სურს, პროკურორების შეკითხვებს უპასუხოს.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ბრალდების მხარის ბოლო მოწმე, იური ვაზაგაშვილის მეგობარი შალვა მექვაბიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ დარწმუნებულია, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა დაკვეთით მოხდა მისი საზოგადოებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.

რაც შეეხება სოსანაშვილის უარს დაკითხვაზე, აღნიშნული საქმის პროკურორმა, ლაშა ცქვიტარიამ მის გაუბედაობას დააბრალა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, სოსანაშვილმა ვერ გაბედა შეკითხვებზე პასუხების გაცემა. პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს სოსანაშვილთან 100-ზე მეტი შეკითხვა ჰქონდა. ამასთან, მისი თქმით, ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა 67 მოწმე და 9 ტომი მტკიცებულებები გამოიკვლია.

კომენტარი სასამართლო სხდომის შემდეგ გააკეთა სოსანაშვილის ადვოკატმაც. როგორც სოსო ჯოგლიძემ აღნიშნა, მომავალი პროცესიდან დაიწყებს დაცვის მხარე მტკიცებულების გამოკვლევას. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ არის საკმარისი, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.

მომდევნო პროცესი გია სოსანაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე 7 ოქტომბერს გაიმართება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს