დავით ბაქრაძე - შეუძლებელია გაჩუმება, როდესაც საქმე საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრობლემას ეხება

ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის ძალიან ცუდი სიმპტომია ის, რომ ეროვნული დელეგაციის წევრები იწყებენ თავისი საშინაო პოლიტიკის განხილვას ამ დარბაზში, მაგრამ შეუძლებელია გაჩუმება, როდესაც საქმე საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრობლემას ეხება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვეციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების შესახებ მომხსენებელ პედრო აგრამუნტის მიერ მომზადებულ ანგარიშს უყარეს კენჭი.

"დღეს ფუნდამენტური პრობლემაა პოლიტპატიმრების არსებობა, პოლიტიკური დევნა და დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერები. ამის მკაფიო მაგალითია თბილისის ყოფილი მერის შემთხვევა, რომელიც არჩევნებამდე დააკავეს, თითქოს გადაუდებელი საქმე ყოფილიყოს და შემდეგ 9 თვე გაატარა ციხეში პროკურატურის რამე ვადის გარეშე, ამის შემდეგ კი პროკურატურამ დამატებითი პატიმრობა მოითხოვა", - განაცხადა ბაქრაძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებას ეხება და მათ შორის, საქართველოში წინასწარი პატიმრობის კუთხით არსებულ დარღვევებს აკრიტიკებს, 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს