ზვიად კვაჭანტირაძე - პედრო აგრამუნტს დასჩემდა, რომ საუკეთესო შემთხვევაში, ფაქტებს არასწორად იგებს, შეიძლება ეს ასაკის ბრალია ან ძალიან მიკერძოებულია

პედრო აგრამუნტს უკვე დასჩემდა, რომ საუკეთესო შემთხვევაში ფაქტებს არასწორად იგებს, შეიძლება ეს ასაკის ბრალია ან არადა, ძალიან მიკერძოებულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მომხსენებელ პედრო აგრამუნტის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე საქართველოსადმი კრიტიკული რეზოლუციის მიღების ფაქტის შეფასებისას განუცხადა.

"დღეს აგრამუნტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის მხოლოდ თავისი პარტიის ინტერესების გამტარებელი და მე ძალიან მეცოდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელსაც, როგორც ჩანს, 1 წლის განმავლობაში მოუწევს მისი პრეზიდენტობის ქვეშ მუშაობა. მაგრამ მე ვფიქრობ, სჯობს ის იყოს პრეზიდენტი, ვიდრე მართავდეს ყველაზე დიდ ფრაქციას ამ შენობაში. ნახეთ ალბათ, რომ 400-ზე მეტი წევრიდან, დღეს, ასამბლეის მე-5 დღეს მხოლოდ 100 კაცი იყო დარბაზში. აქედან, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად მობილიზებული იყო ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები, ეს მათ სასიკეთოდ უნდა ითქვას, მათ აქვთ ეს ძალიან კარგი თვისება, რომ შეკრულები იყვნენ ერთმანეთთან. ხმებს ითვლიან, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ორი წარმომადგენელი, როგორც ციხის ზედამხედველი, მთელი დღის განმავლობაში დადიოდა დარბაზში და სათითაოდ იყვნენ გადასული გადმობირებაზე და ხმების დათვლაზე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მთავარია ის, რომ საბოლოოდ დაესვა წერტილი უგულავას, ახალაიას და მერაბიშვილის საკითხებს. ვთანხმდებით, რომ არავინ არაა ამ ე.წ. ლიდერებისგან წინასწარ პატიმრობაში და მათ მისჯილი აქვთ. ამ ვერდიქტს არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს. მომხსენებლმა ნამდვილად ვერ აუარა გვერდი და თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ ყველაფერი ეს ეხება წინა პერიოდს, დღემდე არსებულ ვითარებას და ორი აზრი არ არსებობს, რომ აშკარა პროგრესი სახეზეა", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

მისივე თქმით, გუშინ გაიმართა შეხვედრა პედრო აგრამუნტთან და დიდი ძალისხმევის შედეგად საქართველოს დელეგაციის წევრებმა უმრავლესობიდან მოახერხეს ის, რომ ე.წ. მოთხოვნა პატიმრობებიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს მისამართით აღარ იქნა გაკეთებული და ასეთი მოთხოვნა გაკეთდა ყველა - 47 წევრი ქვეყნის მიმართ.

თუმცა კვაჭანტირაძე ხაზს უსვამს, რომ ეს რეკომენდაცია საქართველოს არ ეხება, ვინაიდან აღარავინ არ ჰყავს წინასწარ პატიმრობაში იმ პირებისგან, ვისი ინტერესებიც "ბატონ აგრამუნტს გააჩნია". მისივე თქმით, ვერ იხსენებს ვერც ერთ სიტყვას, რომელიც აგრამუნტს ეთქვას ათასობით უკანონოდ დასჯილი ადამიანის მიმართ, რასაც წინა ხელისუფლების პირობებში ჰქონდა ადგილი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებას ეხება და მათ შორის, საქართველოში წინასწარი პატიმრობის კუთხით არსებულ დარღვევებს აკრიტიკებს, 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა