გია ვოლსკი - ეს არის ერთი გუნდის,"ევროპის სახალხო პარტიის" გამარჯვება, მეორე, "ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგე გუნდზე

ეს არის ერთი გუნდის - "ევროპის სახალხო პარტიის" გამარჯვება, მეორე - "ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგე გუნდზე, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი. გია ვოლსკი ევროპაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას.

ვოლსკის თქმით, საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია და მთავრობას არ ეკუთვნის შენიშვნები, რომელიც მისი მისამართით გამოითქვა.

"წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით კანონი შესაძლოა მართლა ხინჯიანი იყო, როცა წინასწარი 9-თვიანი პატიმრობის გასვლის შემდეგ, ახალი საქმის აღძვრის შემთხვევაში, პატიმრობის გაგრძელება შესაძლებელი იყო. ამაზე საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა და ანტიკონსტიტუციურად ცნო. საქმე იმაშია, რომ ეს კანონი 2010 წელს არის მიღებული, როცა გიორგი პაპუაშვილი მაშინაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო, მთელი მისი გუნდი, მისი "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის სათავეში იყო და ეს კანონი სწორედ მათ შემოქმედებას განეკუთვნება. საუბარი იმაზე, რომ აღნიშნული კანონი არ შეიძლებოდა კონკრეტულად გიგი უგულავას მიმართ ყოფილიყო გამოყენებული, ეს საკამათოა, რადგან კანონი სასამართლოს ამის უფლებას აძლევდა და დანაშაულიც აბსოლუტურად სახეზე იყო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება ევროპაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განვითარებულ მოვლენებს, ვოლსკი ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა პარტიულ მიკერძოებას, რადგან საკითხის მომხსენებელი "ევროპის სახალხო პარტიის ერთ-ერთი ლიდერია.

"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპის პოლიტიკურ შემადგენლობას საქართველოსთვის არა თუ ცუდი უნდა, არამედ გვერდით უდგას, მაგრამ პოლიტიკური ორგანოს გარდა არის არჩევითი – საპარლამენტო წარმომადგენლობები, ევროპული სტრუქტურები, სადაც აუცილებელი არ არის, რომ ევროპის ქვეყნების მოსაზრებებს იზიარებდნენ. ასე რომ, ეს არის ერთი გუნდის "ევროპის სახალხო პარტიის" გამარჯვება, რომლის წევრი "ნაციონალური მოძრაობაა", მეორე - "ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგე გუნდზე", - აცხადებს გია ვოლსკი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია