სერგეი ვლასენკო - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლების არგუმენტების ხარისხი კენჭისყრით შეაფასა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უკრაინული დელეგაციის წევრმა, სერგეი ვლასენკომ განუცხადა.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა არგუმენტების ხარისხი კენჭისყრით შეაფასა.

"საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების პრაქტიკულად არც ერთი შესწორება არ იქნა მხარდაჭერილი. ეს არის შეფასება, თუ რამდენად ობიექტური და არგუმენტირებული იყო მათი განცხადებები", - აღნიშნა ვლასენკომ.

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მომხსენებლად ბატონი აგრამუნტი დანიშნა, რომელმაც არგუმენტირებულად დაასაბუთა საკუთარი პოზიცია და ყველა დასკვნა, რომელიც მან ასახა, როგორც მოხსენებაში, ისე რეკომენდაციების პროექტში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი არგუმენტები გაცილებით უფრო დამაჯერებელია, ვიდრე კონტრარგუმენტები, რომლებიც სხვადასხვა მხარისგან მოვისმინეთ", - განაცხადა მან.

ვლასენკოს თქმით, მისთვის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა არგუმენტები "სრულად არადამაჯერებელი" იყო.

"მოხსნება და რეზოლუციის პროექტი იმის გამოა ფასეული, რომ ორივე დოკუმენტი დამოუკიდებელმა ადამიანმა მოამზადა და ყველამ ეს აღნიშნა კიდეც. ემთხვევა თუ არა ის ხელისუფლების ან ოპოზიციის არგუმენტებს, ამაზე შეგიძლიათ თავად იმსჯელოთ, მოხსენებისა და რეკომენდაციების გაანალიზების გზით. მოხსენება ძალიან დამოუკიდებელი, გაწონასწორებული და პროფესიონალურია. მოქმედი ხელისუფლებისთვის სამწუხაროდ, ის არსებულ სურათს აფიქსირებს. ეს სურათი კი, ადამიანის უფლებების დაცვის, დაპატიმრებების დასაბუთებისა და გამოტანილი განაჩენების კუთხით, არც ისე სახარბიელო და სწორია. თავის დროზე, როცა იულია ტიმოშენკოს დამცველი ვიყავი, საკუთარ თავზე ვიგრძენი ეს ყველაფერი და დაახლოებით ვხვდები, როგორ მუშაობს ანალოგიური მექანიზმები პოსტსაბჭოურ ქვეყნებში. სამწუხაროდ, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიერ მოყვანილი არგუმენტები პირადად ჩემთვის სრულად არადამაჯერებელია. იგივეს ამბობდა ვიქტორ იანუკოვიჩი, როცა აცხადებდა, რომ იმ პერიოდის ყველა პოლიტპატიმარი სისხლის სამართლის დამნაშავეა", - განაცხადა ვლასენკომ.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი ხელისუფლების სხვა დაკავებულ წევრთა საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ვლასენკომ განაცხადა, რომ ასეთი ვარაუდის "სერიოზული საფუძველი" აქვს.

"მე, როგორც სასამართლო სისტემაში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალ იურისტს, არ შემიძლია დასკვნების გაკეთება, პოლიტიკურად მოტივირებულია ეს საქმე თუ არა, რადგან მასალები არ წამიკითხავს და სასამართლო სხდომებს არ დავსწრებივარ. თუმცა, გარკვეული გარე სიგნალებით, არსებობს ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა. დადასტურებულად ამის მტკიცება არ შემიძლია, მაგრამ ის, თუ როგორ და რა ფორმით მიმდინარეობდა ეს პროცესი, მაძლევს სერიოზულ საფუძველს დასაბუთებულად ვივარაუდო, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია", - განცხადა ვლასენკომ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა