ეკა ბესელია - დროა ევროსაბჭოს რეზოლუციებს მავანნი ისე არ კითხულობდნენ, როგორც ეს მათ სურთ

ევროსაბჭოს რეზოლუციას სწორი წაკითხვა და აღქმა უნდა, - ამის შესახებ რეზოლუციის მიღების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ბესელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დროა ევროსაბჭოს რეზოლუციებს მავანნი ისე არ კითხულობდნენ, როგორც ეს მათ სურთ.

"დღეს ევროგაერთიანების ტრუბუნიდან ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოს აქვს წარმატებები და აქვს წინსვლა. რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერების მიმართ გამოტანალ განაჩენს, ჩვენი პასუხია, რომ კანონზე მაღლა არ დგანან არც მოქმედი და არც ყოფილი მინისტრები ან მაღალჩინოსნები. საქართველოში სასამართლო დამოუკიდებლად იღებს ყველა გადაწყვეტილებას. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციას სწორი წაკითხვა და აღქმა უნდა. ისიც აღსანიშნავია, რომ რეზოლუციაც არ იყო ერთსულოვნად მიღებული და ესეც ლოგიკურია - პოლუტიკურ ძალებს შოროს ჭიდილი ხშირად აისახება ურთიერთწინააღმდეგობრივ ჩანაწერებში", - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, არსებობს ერთი სიმართლე და ეს სიმართლე გამოიხატება იმაში, რომ ევროპის საბჭომ მიმართა ყველა ქვეყანას და არა მხოლოდ საქართველოს, რუსეთს და თურქეთს, როგორც ეს საკუთარი სურვილის მიხედვით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა განმარტეს.

"ევროსაბჭომ მიმართა ყველას და მოუწოდა, რომ გამოიყენოს საერთაშორისო სტანდარტი წინასწარი პატიმრობის დროს, კონვენციის მე-5 მუხლი. ეს მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიმუშავეთ, რომ მომხსენებელს შეეცვალა მსგავსი მიდგომა. ფაქტია, რომ მიღებული რეზოლუცია აღარ არის საქართველოზე, თურქეთსა და რუსეთზე", - განაცხადა ბესელიამ".

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს