მამუკა კვარაცხელია - დღეს პირველად ვიფიქრე, ტყუილად ხომ არ მოვედი ფეხბურთში

დღეს პირველად ვიფიქრე, ტყუილად ხომ არ მოვედი ფეხბურთში, - ამის შესახებ საარჩევნო ყრილობაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, მამუკა კვარაცხელიამ განაცხადა.

მისი თქმით, 25 წლის წინ თავადაც მიიღო ფეხბურთის ფედერაციის დაფუძნებაში მონაწილეობა, თუმცა დღეს ისევ არეულობა და ქაოსია.

"იმაზეც კი დავფიქრდი, წარვმდგარიყავი თუ არა სიტყვით. პირველად ვიფიქრე, ტყუილად ხომ არ მოვედი ფეხბურთში, ნუთუ 25 წლის მერე კიდევ დარღვევები იქნებოდა და კიდევ არეულობა იქნებოდა. საარჩევნო კანონმდებლობა ბევრ ხარვეზებს შეიცავს. აბსოლუტური ნონსენსია, რომ მხოლოდ 35 დელეგატია", - განაცხადა კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, ის გააძლიერებს ქართულ ფეხბურთს.

"ღმერთმა ქნას, ამ ყრილობამ გააერთიანოს საფეხბურთო სამყარო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული ფეხბურთი ძლიერი ვერ იქნება", - განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი