რევაზ  არველაძე - გავუძლებ და ისევ ამაყად ვივლი ამ ქვეყანაში

ყველაფერი ერთად იყო ჩემს წინააღმდეგ, არა უშავს გავუძლებ და მე ისევ ისე ამაყად ვივლი ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში, - ასე გამოეხმაურა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი რევაზ არველაძე. მისი თქმით, ხან მოიგებს, ხან წააგებს.

"ვერ ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ასეთი ჯოჯოხეთის გავლა მომიწევდა. ეს რომ მეფიქრა, არც ჩემს თავს და არც ოჯახს არ ვანერვიულებდი. ყველაფერი კეთდებოდა უზენაესი მიზნისთვის - დიდი ფეხბურთისთვის და რაც გამოვიდა, გამოვიდა. უთანასწორო ბრძოლაში ვიყავი. მე არ ვამბობ, რომ ეს კობიაშვილის ბრალი იყო. ეს ყველაფერი ერთად იყო ჩემს წინააღმდეგ. არა უშვავს, გავუძლებ და მე ისევ ისე ამაყად ვივლი ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში. ხან წააგებ, ხან მოიგებ. ცოტახანი კომენტარს აღარ გავაკეთებ და ვიფიქრებ, თუ როგორ დავისვენო ამ ჯოჯოხეთის შემდეგ", - განაცხადა არველაძემ.

მანვე ლევან კობიაშვილს გამარჯვება მიულოცა. "მე მინდა წარმატება ვუსურვო ქართულ ფეხბურთს და ლევანს ვაჟკაცურად, კაცურად მივულოცო გამარჯვება. მინდა, წინამორბედებზე მეტი შეძლოს", - განაცხადა არველაძემ.

მანვე იმ 15 ადამიანს, რომელმაც მხარი დაუჭირა, ასევე რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთისა და გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებს მადლობა გადაუხადა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!