კახა კალაძე - ფეხბურთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და კობიაშვილი ამ გამოწვევას გაუძლებს

ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა, იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, - ასე გამოეხმაურა ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან კობიაშვილის გამარჯვებას.

მისი თქმით, ფეხბურთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და კობიაშვილი ამ გამოწვევას გაუძლებს.

"ვულოცავ ლევანს გამარჯვებას. ძალიან საპახუსიმგებლო თანამდებობაა, იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ფეხბურთი. ძალიან რთული გამოწვევებია და მე დარწმუნებული ვარ, ლევანი გაართმევს თავს. ჩვენ დაველოდებით მის პროგრამას. არსებობს ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისია, შევხვდებით და დავიწყებთ ფიქრს, გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ფეხბურთის განვითარებისთვის", - განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!