ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემია უილიამ კემპბელს, სატოში ომურეს და ტუ იუიუს მიენიჭათ

2015 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ირლანდიელ უილიამ კემპბელს, იაპონელ სატოში ომურეს და ჩინელ ტუ იუიუს მიენიჭათ.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ნობელის კომიტეტმა განაცხადა. ლაურეატებს პრემია პარაზიტული დაავადებების, მათ შორის მალარიის მკურნალობის ახალი მეთოდების შექმნისთვის გადაეცემათ.

პირველად 2011 წლიდან, ნობელის პრემიის ფულადი ჯილდო 1 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლები იქნება და 950 000 დოლარს შეადგენს.

ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონია ტრადიციულად სტოკჰოლმში, 10 დეკემბერს გაიმართება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს