თეა წულუკიანი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას ეთანხმება

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას ეთანხმება.

"ვეთანხმები სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყველა უნდა დავაკვირდეთ სასამართლო პროცესს, რომელიც უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე", - განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს აღნიშნული საკითხის კომენტირებისას.

რაც შეეხება ტელეკომპანიის ქონების დაყადების საკითხზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას, წულუკიანის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების და მათ შორის არც მისი საქმე.

ამერიკის შეერთებული შტატები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება. ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის, დავით ნიკურაძის კითხვას.

"ჩვენ ამ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი, რომელიც მედიას უკავშირდება, ყველგან და, რა თქმა უნდა, საქართველოში, წარიმართოს მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტების დაცვით, გამოხატვის თავისუფლების პატივისცემით", - აღნიშნა მარკ ტონერმა.

მისივე თქმით, ზოგადად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ის ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება დადებითად აფასებდა საქართველოს თავისუფალ და პლურალისტულ მედიაგარემოს, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული, როგორც სამაგალითო მთელი რეგიონისთვის. ამგვარად, ქმედებები, რომელიც ისე ჩანს, თითქოს ზღუდავს ამ გარემოს, მედიის თავისუფლებას ან მედიაპლურალიზმს, გულწრფელად გითხრათ, შემაშფოთებელია, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენ ამას სერიოზულად ვეკიდებით და ვაკვირდებით", - განაცხადა მარკ ტონერმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია