გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე გამავალ საშუალო წნევის მიწისქვეშა გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, ხვალ რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება.
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ხვალ, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება: წყალსადენის, ხევძმარის, კაჭარავას, ლაზოს, იპ. ივანოვის ქუჩების კერძო სექტორის, ასევე ზარზმისა და ილორის ქუჩების საცხ. კორპუსების, თემქის დას. IV კვ-ში მდებარე კორპუსების, სარაჯიშვილის გამზ. 11, 13, 15, 17, 19, 21, 23, ბუაჩიძის ქ. 14, 14ა, 16, 18, 20, 20ა, გარიშვილების, ჩარგლის ქ. 48, 50, გურამიშვილის გამზ. 25, 27, 31, 33, 35, 37, 39, 39, 41, 70, 72, 80, 82 კორპუსებისა და გუდამაყრის ქუჩის მოპირდაპირედ (ჯაფარიძის ქუჩა) მდებარე კერძო სახლების მოსახლეობას.
შესაძლოა თემქის დას. IX კვ-ში მდებარე კორპუსების, ასევე გამყრელიძის, გარიყულის, კაკაბაძის, თიანეთის, ველისციხის, სიხარულიძის, სადმელის, ირემაშვილის, ცოდნისკარის, ხვანჭკარის, შატილისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას გაზი მიეწოდოს ჩვეულ რეჟიმზე დაბალი წნევით.
გაზის მიწოდება შეუწყდება ასევე სარაჯიშვილის გამზ-ზე მდებარე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, გლდანის გამგეობის შენობას, სს ,,ბაგრატიონს" და სს ,,თბილღვინოს", ელმავალმშენებელ ქარხანას, რესტორან ,,თაბორს" და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. (4000-მდე აბონენტი).
კომპანია ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისათვის და მოუწოდებს მოსახლეობას გაზმომარაგების აღდგენამდე ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში.
გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე.