იუსტიციის სამინისტროს 2016 წლის პრიორიტეტი ქუჩის ბავშვების პრობლემების მოგვარება იქნება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, 2016 წლისათვის უწყების პრიორიტეტი ქუჩის ბავშვების პრობლემების მოგვარება იქნება.

ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომლის თქმით, სამინისტრო ქუჩის ბავშვების პრობლემებზე მუშაობს.

"ვმუშაობთ სათანადო სამართლებრივი ბაზის შემუშავების კუთხით. ვმუშაობთ ბავშვების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით უზრუნველყოფის მიზნით. დანაშაულის პრევენციის ცენტრი, რომელიც არის იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ი, მოწოდებულია იმისთვის, რომ ითანამშრომლოს და იმუშავოს ქუჩის ბავშვებთან მათი ყოველდღიური ყოფითი პრობლემების მოგვარების კუთხით: - თუ შიათ, თუ წამალი უნდათ, თუ უბრალოდ დასვენება უნდათ. თუ ბავშვი მიმართავს, დანაშაულის პრევენციის ცენტრი ამით უზრუნველყოფს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. არც რესურსია საკმარისი ამ ეტაპზე. ჯერჯერობით არც რაიმე საერთო ხედვა და სტრატეგია არსებობს, თუმცა ამაზე მუშაობას ვიწყებთ. ჩვენ შეხვედრა გვქონდა ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობასთან, რომ რეალურად ერთობლივი სტრატეგია შევიმუშაოთ და განვახორციელოთ ქუჩის ბავშვების პრობლემების აღმოსაფხვრელად. იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენი სამინისტროსთვის მომავალი წლის პრიორიტეტი ქუჩის ბავშვების პრობლემების მოგვარება იყოს", - განაცხადა ბარამიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა