ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი - აბრეშუმის გზის ეკონომიკური პოტენციალი უსაზღვროა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე ფორუმის მონაწილეებს ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, ვალერი დილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ვიცე- პრემიერმა თავის გამოსვლაში აბრეშუმის გზის აღდგენის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აბრეშუმის გზა არის ძალიან მიმზიდველი არა მარტო გეოგრაფიულად, არამედ მიმზიდველია ეკონომიკური პარტნიორობის პოტენციალის გამო და ეს პოტენციალი უსაზღვროა.

"ინტერპრესნიუსი" ყირგიზეთის ვიცე-პრემიერის გამოსვლის ტექსტს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტრომ გაავრცელა, სრულად გთავაზობთ.

"ამჟამად ბევრი ქვეყანა ატარებს თავის პოლიტიკას იმისთვის, რომ აღდგეს აბრეშუმის გზა, რაც თავისთავად განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა. ამისთვის საკმაოდ დიდი თანხები გამოიყოფა ბევრ ქვეყანაში. ყირგიზეთიც, თავისთავად, აპირებს მონაწილეობის მიღებას ამ გზის აღდგენაში, რომ ახალი იმპულსი და შინაარსი მივანიჭოთ აბრეშუმის გზას. ამჟამად ევრაზიის სივრცეში იცვლება ვითარება, ქვეყნები ძალიან ბევრ საკითხზე მჭიდროდ თანამშრომლობენ, უფრო ახლოვდება მათი პოზიციები საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე და სხვა საკამათო საკითხებზეც. ხდება ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები და ურთიერთობები, რაც ხელს უწყობს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ამ ქვეყნებს შორის.

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2015 წლის 12 აგვისტოს ყირგიზეთი გახდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სრულყოფილი წევრი. ჩვენს გარდა, ამ კავშირში შედის ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი და სომხეთი.

ამ კავშირის წევრობა ყირგიზეთს მისცემს ძალიან დიდ იმპულსს ეკონომიკური განვითარებისთვის და ის ხელს შეუწყობს სხვადასხვა ურთიერთობების გაძლიერებას წევრ ქვეყნებს შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევრაზიულ კავშირსა და აბრეშუმის გზის კონცეფციები ერთმანეთს არ შეეწინააღმდეგება და პირიქით, მოხდება სხვადასხვა საკითხებზე შეთანხმება და ეს ერთმანეთს ხელს არ შეუშლის. ჩვენ თბილისში შევიკრიბეთ, რათა ვისაუბროთ ახალ კონცეფციაზე, რომელიც გამოთქმული იყო ჩინეთის რესპუბლიკის წარმომადგენლის, სი ძინპინის მიერ და ეხლა ეს უკვე რეალურად ხორციელდება.

აბრეშუმის გზა არის ძალიან მიმზიდველი არა მარტო გეოგრაფიულად, არამედ მიმზიდველია ეკონომიკური პარტნიორობის პოტენციალის გამო და ეს პოტენციალი უსაზღვროა. ჩვენ ვხედავთ, რომ დარბაზში არის 32 ქვეყნის დელეგაცია. ეს მიუთითებს აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე და თავისთავად გადასაჭრელი იქნება უამრავი ამოცანა, რომელიც ხელს შეუწყობს ტერიტორიების ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ მოგვიწევს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლა და ღონისძიებების გატარება. თუმცა, რა თქმა უნდა, ძირითადი აქცენტი გაკეთდება ეკონომიკაზე, ვინაიდან ყველა ქვეყანა დაინტერესებულია იმით, რომ გაიზარდოს სავაჭრო ურთიერთობები. ყველას უნდა, რომ ჰქონდეს გასვლა მსოფლიო ოკეანეზე და, რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

ამასთან, ერთობლივი ინტეგრაცია ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაძლიერებას კულტურულ, სამეცნიერო თუ საკანონმდებლო სფეროებში. ამ ყველაფერს თავისთავად ხელი შეიძლება შეუწყოს აზიის ინფრასტრუქტურული განვითარების ბანკმა. ახლად შექმნილ საფინანსო ინსტიტუტს ეკისრება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ შეიქმნას საინვესტიციო სტაბილურობა და ფინანსური სტაბილურობაც უზრუნველყოფილი იყოს ამ ქვეყნებში. უნდა განხორციელდეს ძალიან დიდი შინაარსით დატვირთული გეგმები. აბრეშუმის გზის გასწვრივ არსებული ქვეყნები, ყველა ერთად უნდა თანამშრომლობდეს იმისთვის, რომ მოხდეს ამ გეგმების წარმატებულად განხორციელება. ყაზახეთი მზად არის, მიიღოს მონაწილეობა ყველა პროექტში, ვინაიდან ეს თავისთავად გამოიწვევს სხვადასხვა სახის დივიდენდს ჩვენი ქვეყნისათვის და საკმაოდ მომგებიანია.

ჩვენ ვიცით, რომ, ზოგადად, ძალიან სწრაფად იცვლება ვითარება მსოფლიოში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, პირველ რიგში, ეროვნული ინტერესები გავითვალისწინოთ სხვადასხვა საერთაშორისო საინტეგრაციო პროექტებში მონაწილეობისას.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენ გვინდა გაიზარდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში.

ყირგიზეთმა გაატარა ბევრი სხვადასხვა რეფორმა იმისთვის, რომ გაიზარდოს მისი საინვესტიციო მიმზიდველობა. ჩვენ გავატარეთ რეფორმები სახელმწიფო მომსახურების სფეროებში, ჩვენ შევამცირეთ სახელმწიფოს მაკონტროლებელი ფუნქციები.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმისათვის რომ ხელი შეგვიწყო ამ რეფორმების განხორციელებაში. შექმნილი არის საკმაოდ ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი, ამჟამად ყაზახეთი იმყოფება მე-12 ადგილზე ბიზნესის დაწყების მხრივ, ჩვენთან ძალიან გამარტივდა აგრეთვე მშენებლობაზე ნებართვების პროცედურები, ისევე როგორც სესხების და კრედიტების აღების პროცედურები.

მე არ ვისაუბრებ ყველა მიღწევაზე, ავღიშნავ მხოლოდ რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო პროექტს: 1. ჩვენთან არის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა; 2. ქვესადგური "გიმინი," რისთვისაც გამოვიყენეთ ჩინეთის ინვესტიციები და ამან უზრუნველყო ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება; 4. ექსპლუტაციაში შეყვანილია "ვიზიმჩაკი" და სხვა ოქროს მომპოვებელი საბადოები; 5. ვასრულებთ ბიშკექტურ-ორგარზის გზის მშენებლობას; 6. ასევე ჩინური ინვესტიციით ხორციელდება ჩრდილოეთ-სამხრეთის გზის მშენებლობა

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, მათ შორის, ენერგოპოტენციალი. იმედია, რომ იმ პროგრამების ფარგლებში რომლებიც დამტკიცებულია ყირგიზეთში 2020 წლამდე, ის გახდება შუა აზიის ენერგეტიკული კრეისერი.

მუშაობა მიმდინარეობს აგრეთვე ყაზახეთი-უზბეკეთის დამაკავშირებელ სახმელეთო გზაზე. თავისთავად, ეს მოითხოვს ძალიან დიდ ფინანსურ შენატანსა და ინვესტიციებს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ყველაფერს გავაკეთებთ. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს აბრეშუმის გზის კონცეფციის განხორციელებას.

საბოლოოდ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი აისახოს ქვეყანაზე, მის ეკონომიკურ განვითარებასა და ხალხზე", - განაცხადა ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, ვალერი დილმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა