ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი მთავრობის მიზანია, საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას

ჩემი მთავრობის მიზანია, საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინზე - აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე უკიდურესი საზღვაო და სახმელეთო კარიბჭე, საქართველო იდეალურად უზრუნველყოფს აზიისკენ მიმავალ მარშრუტს.

"ჩემი მთავრობის მიზანია საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის.

სწორედ ეს იყო ყოველთვის საქართველოს როლი მსოფლიოში: რეგიონალური ცენტრი, ადგილი, სადაც გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობებია.

როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე უკიდურესი საზღვაო და სახმელეთო კარიბჭე, საქართველო იდეალურად უზრუნველყოფს აზიისკენ მიმავალ მარშრუტს.

დღეს თქვენ მოუსმენთ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებსა და ბიზნესლიდერებს, რომლებიც გაგაცნობენ საქართველოსა და მთლიანად რეგიონში არსებულ ბიზნესშესაძლებლობებს.

გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენ დაწვრილებით განიხილავთ ერთმანეთთან თანამშრომლობის გზებს. მოგიწოდებთ მონაწილეობისკენ ბიზნესებს შორის დაგეგმილ სხვადახვა ღონისძიებაში, რომელთა მოსაწყობად ჩვენმა ეკონომიკის სამინისტრომ ძალ-ღონე არ დაიშურა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ფორუმის მონაწილეებს თბილისში სტუმრობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

"გულწრფელად მივესალმები სადისკუსიო ჯგუფის ყველა წევრსა და მომხსენეელს. მადლობას მოვახსენებ პირადად ბატონ შუქრატ ზაქირს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან უიგურის ავტონომიური რეგიონის გუბერნატორს.

როგორც ჩინეთის დასავლეთით მდებარე უკიდურესი კარიბჭე ცენტრალური აზიისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე, სინძიანი ბუნებრივად არის საქართველოს პარტნიორი ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო კავშირების განმტკიცების საქმეში.

ჩემთვის დიდი პატივია თქვენი აქ ყოფნა. მადლობას მოვახსენებ თქვენს მთავრობებს ამ ფორუმის მხარდაჭერისთვის. ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობს ჩინეთის 200 ბიზნესმენი, რაც ცხადყოფს, თუ რამდენად სერიოზულად ეკიდება ჩინეთი აბრეშუმის გზის განვითარებას და თუ რამდენის შეთავაზება შეუძლია საქართველოს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო