გიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "აბრეშუმის გზის" ფორუმის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, უენცაი ჟანგს შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ADB-ის ვიცე პრეზიდენტს ფორუმში მონაწილეობისთვის.

თავის მხრივ, უენცაი ჟანგმა მადლობა გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების და "აბრეშუმის გზის" პროექტის ფარგლებში საქართველოს ჩართულობისა და ინიციატივების გამო.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე და ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის როლს საქართველოში აზიური კაპიტალის მოზიდვის, კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მომზადებისა და ადმინისტრაციული რესურსის რეფორმირების და გაუმჯიბესების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე უენცაი ჟანგმა აღნიშნა საქართველოს ხელისუფლებასა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებული თანამშრომლობის უაღრესად კარგი პრაქტიკა და გამოთქვა მზადყოფნა აქტიურად ჩაერთოს საქართველოს მონაწილეიბით საინვესტიციო და ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს