დიმიტრი ქუმსიშვილმა ავღანელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, აბდულ სატარ მურადს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველო–ავღანეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ მხარეები დაინტერესებული არიან მათი გაღრმავებით სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სატრანზიტო ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროებში.

მათივე ინფორმაციით, ავღანეთის მინისტრმა სურვილი გამოთქვა, ავღანეთის ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, საინვესტიციო გარემოს გაცნობის მიზნით, ეწვიოს საქართველოს, ასევე ადგილზე შეისწავლოს, როგორ დაძლია საქართველომ კორუფცია და ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაიზიაროს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ამ მიზნით საქართველოში სასწავლო მისიის ორგანიზების შესაძლებლობაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს