საპარტნიორო ფონდმა ჩინეთის შანსის პროვინციასთან რამდენიმე მემორანდუმი გააფორმა

"აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, საპარტნიორო ფონდმა ჩინეთის შანსის პროვინციასთან ურთიერთთანამშრომლობის რამდენიმე მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მოეწერა ხელი და ისინი ითვალისწინებენ ფონდის და შანსის პროვინციაში მოქმედ კომპანიებს შორის თანამშრომლობის დამყარებას, კერძოდ, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, აგრობიზნესის, ტურიზმისა და სასტუმროების განვითარების მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.

მემორანდუმები შანსის პროვინციის საერთაშორისო სავაჭრო ხელშეწყობის საბჭოსთან, სუენ იუენის საერთაშორისო ინვესტიციების კომპანიასთან, საერთაშორისო ჩინური მედიცინის ცენტრთან და ჩინეთის საფინანსო საინვესტიციო კორპორაციასთან გაფორმდა.

მემორანდუმების საფუძველზე ფონდი ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და კომერციული თანამშრომლობის დამყარებას ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის, მათ შორის ერთობლივი საწარმოების დაფუძნებას, სხვადასხვა სახის ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით: თანადაფინანსება, მეზანინი, სესხი.

ქართული მხრიდან მემორანდუმებს ხელი მოაწერა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ.

როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, 4 მემორანდუმიდან 3 საინვესტიციო კომპანიებს შორის გაფორმდა, ხოლო ერთი - ჯანდაცვის სფეროს ეხება.

"აღნიშნული მემორანდუმების საფუძველზე, 2 კომპანიდან ერთ-ერთი ძირითადად მიმართულია ტურზმის განვითარების მიმართულებით, ასევე ფონდთან ერთად, საქართველოდან ქართული ღვინის ექსპორტის თემაზე იმუშავებს. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ მათ შეისწავლონ ბაზარი, გაცენონ ქართულ კომპანიებს, ნახონ და ამოარჩიონ მათ შორის საუკეთესოები. მეორე კომპანია ძირითადად მუშაობს რკინიგზის, ტრანსპორტის, საავტომობილო გზების მიმართულებით. მათ გააჩნიათ კონკრეტული შემოთავაზებები, რაზეც ჩვენ ვთქვით, რომ მათთან ერთად ერთობილი ბიზნესგეგმები გავაკეთოთ და ბიზნესგეგმა რა მონაცემებსაც მოგვცემს, ეს სფეროები დავაფინანსოთ. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, ჩინური მედიცინის ცენტრის შექმნა, მე ამ ცენტრს პეკინში ვიზიტების დროს გავეცანი და მოვიწვიე ისინი, რომ შეესწავლათ საქართველოს სამედიცინო სფერო. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენს პროფესორებს, ექიმებს შეხვდნენ, სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და ამან გადააწყვეტინა მათ, რომ საქართველოში პირველად შექმნან პირველი მედიცინის ცენტრი", - განაცხადა საგანელიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს