"თბილისობის" დღესასწაულზე საზეიმო ღონისძიებები იმართება

"თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, რიყეზე, მეტეხის ხიდზე, აბანოთუბანში და ერეკლეს მოედანზე საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. მოწყობილია სცენები და კულტურული ღონისძიებები იმართება.

რიყეზე, ჩაისა და თაფლის ფესტივალის ფარგლებში, გამოფენილია სხვადასხვა კოოპერატივების მიერ დამზადებული პროდუქცია. ასევე, მოწყობილია სხვადასხვა კომპანიების მიერ კუთხეები, სადაც მათი პროდუქციაა წარმოდგენილი – ხორცპროდუქტები, სასმელი წყალი, არის ხელნაკეთი ნივთები. რიყის ტერიტორიაზე ბავშვებისათვის გასართობი ღონისძიებები იმართება.

როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძველი თბილისის ტერიტორიაზე მოწყობილია სამი მთავარი სცენა, სადაც ელექტრონული მუსიკის, ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერების მოსმენა შეიძლება.

ლაშა აბაშიძემ კმაყოფილება გამოთქვა, რომ ამინდი გაუმჯობესდა, წვიმამ გადაიღო. მან მოუწოდა მოსახლეობას, მოვიდნენ ძველი თბილისის უბნებში და თბილისობის დღესასწაულში მიიღონ მონაწილეობა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება