ეკლესია ხვალ წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

წმიდა გრიგოლ ხანძთელი კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი იყო. იგი დაახლოებით 759 წელს დიდგვაროვანთა ოჯახში დაიბადა და ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა. მღვდლად კურთხევის შემდეგ გრიგოლ ხანძთელი სამ მოსაგრესთან: დედის დისწულ საბა იშხნელთან, თეოდორე ნეძვის მაშენებელთან და ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელთან ერთად ქართლიდან მესხეთში ჩავიდა. მათ კლარჯეთში, ოპიზის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში ორი წელი დაყვეს. შემდეგ ღირსი გრიგოლი სულიერ ძმებთან ერთად ხანძთაში გადავიდა და იქ მათთან ერთად უმძიმეს პირობებში მონასტრის მშენებლობა დაიწყო.

კლარჯეთი იმ პერიოდში მურვან-ყრუსაგან აოხრებული, გაუდაბურებული იყო. გრიგოლ ხანძთელი დახმარებისთვის აზნაურ გაბრიელ დაფანჩულს დაუკავშირდა, რომლის მეშვეობითაც ხანძთის ძველი ეკლესია ააშენა. გაბრიელ დაფანჩულმა კი გრიგოლ ხანძთელი მეფე აშოტ კურაპალატს წარუდგინა.

წმინდა გრიგოლ ხანძთელი არა მარტო კლარჯეთის უდაბნოს მამებისათვის, არამედ სრულიად ქართლისათვის უდიდესი ავტორიტეტი იყო.

წმინდა მამას ღვთისგან წინასწარ ეუწყა გარდაცვალების დღე. გრიგოლ ხანძთელმა კლარჯეთის უდაბნოს მონასტრებში სანთლები დაგზავნა და ითხოვა, მისთვის ელოცათ. მიცვალების დღეს წმიდანთან გამოსამშვიდობებლად და კურთხევისთვის მეუდაბნოე მამები მივიდნენ. გრიგოლმა აკურთხა ისინი, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით უფალს სული შეავედრა.

ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი 861 წელს აღესრულა. იგი ანდერძისამებრ, ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის დაკრძალეს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე