სალარო აპარატების ბაზარზე ახალი კომპანია შემოვიდა

საქართველოში DATECS - ის ფირმის სალარო აპარატები გაიყიდება. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 10 სექტემბრის N34112 ბრძანების შესაბამისად საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანილ იქნა SAM მოდულის აქტივაციისათვის საჭირო მონაცემების მქონე “DATECS DP-25” მოდელის საკონტროლო-სალარო აპარატი.

განხორციელებული საკანონდებლო ცვლილებების გათვალისწინებით შექმნილი საკონტროლო-სალარო აპარატი „DATECS DP-25“ მუშაობს SAM მოდულის აქტივაციით, რომელიც არის ISO/IEC 7810-ის სტანდარტის შესაბამისად შექმნილი. გააჩნია სრული ქართული მენიუ, გაზრდილი ფისკალური მეხსიერება, გაძლიერებული ელემენტი და მეგობრული ინტერფეისი, რაც ხელს უწყობს აპარატთან კომფორტულ მუშაობას.

საკონტროლო-სალარო აპარატი „DATECS DP-25“-ის მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში შპს „კასა ჯი“, იგი იღებს ვალდებულებას, გაუწიოს „DATECS“-ის საკონტროლო-სალარო აპარატის მომხმარებელს საგარანტიო, ტექნიკური, სარეგისტრაციო მომსახურება და შემოსავლების სამსახურთან GPRS კავშირის უზრუნველყოფა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ვებ გვერდზე www.kasa.ge

მისამართი:

• ქ. თბილისი, წერეთლის გამზ 77.

• ქ. ბათუმი ფიროსმანის 7.

• ქ. ქუთაისი რუსთაველის გამზ. 110.

• ქ. რუსთავი კოსტავას 33.

რეგიონებში დამატებით გაიხსნება 12 ფილიალი.

ტელ: (032) 2 42 45 45; მობ: 599 36 22 88; 577 11 40 41; 574 81 88 11;

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება