ანა კოშაძე უნიქარდის მობილური აპლიკაციის შესახებ

უნიქარდი 1,5 მილიონზე მეტ ბარათის მფლობელს სასიამოვნო სიახლეებს სთავაზობს. კომპანიაში მიმდინარე სიახლეების შესახებ მის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ანა კოშაძეს გავესაუბრეთ.

რა სიახლეებია უნიქარდში?

საკმაოდ ბევრი და სასიამოვნო. პირველ რიგში, აღსანიშნავია უნიქარდის მობილური აპლიკაცია. ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ტელეფონში უნიქარდის აპლიკაცია ჩამოტვირთონ და ისარგებლონ უამრავი კომფორტული ფუნქციით - ისარგებლონ ვირტუალური ბარათით, დააგროვონ და დახარჯონ ქულები, შეამოწმონ ანგარიში.

ვირტუალური ბარათით რისი გაკეთებაა შესაძლებელი?

ვირტუალური ბარათით, რომელიც აპლიკაციის ჩამოტვირთვისთანავე ავტომატურად ჩნდება ტელეფონში, ქულების დაგროვება და დახარჯვაა შესაძლებელი. მისი გამოყენება სუპერმარკეტების ქსელ სმარტში, სპარში, სააფთიაქო ქსელ ჯიპისიში და სითი ფარმაში შეუძლია მომხმარებელს. უახლოეს მომავალში მათ რიცხვს უნიქარდის სხვა პარტნიორებიც შემოუერთდებიან.

მობილურ აპლიკაციით გარდა ვირტუალური ბარათისა, კიდევ რას სთავაზობთ ბარათის მფლობელებს?

ვირტუალური ბარათის გარდა, ძალიან საინტერესო ფუნქციაა „ჩემ გარშემო“ - ბარათის მფლობელი ადგილმდებარეობის მიხედვით, მის გარშემო განლაგებულ იმ კომპანიების ობიექტებს ხედავს, სადაც უნიქარდის ბარათი ტარდება.

მობილური აპლიკაციის მეშვეობით ასევე შესაძლებელია: უნიქარდის ონლაინ კატალოგის დათვალირება, საჩუქრის არჩევა და შეკვეთა, სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება, ანგარიშის შემოწმება და დეტალური ამონაწერის ნახვა. უნიქარდის აპლიკაცია უფასოა და მისი ჩამოტვირთვა app store-ზე ან play store-ზეა შესაძლებელი.

კიდევ რა სიახლეებია უნიქარდში?

სიახლეებია პარტნიორების კუთხითაც. ბევრი ახალი პარტნიორი გვყავს და ქულების დაგროვების პროცესიც უფრო კომფორტული გახდა. ახლა უკვე ქულების დაგროვება შესაძლებელია ონლაინ შოპინგის დროს ან ტაქსით მგზავრობისას. ჩვენი პარტნიორების სია მომხმარებელს შეუძლია ვებგვერდზე იხილოს.

და ბოლოს, როგორ უნდა ისარგებლოს მომხმარებელმა დაგროვებული ქულებით?

უნიქარდზე დაგროვებული ქულების დახარჯვა შესაძლებელია უნიქარდის ონლაინ კატალოგში http://www.unicard.ge/ge/prizes, სადაც უამრავი ნივთი და მომსახურებაა შესული. საჩუქრის შეკვეთა შესაძლებელია ვებგვერდის ან სატელეფონო ცენტრის საშუალებით. შეკვეთილი საჩუქარს მომხმარებელს სურვილისამებრ, სახლში მივართმევთ ან ჩვენს მომსახურების ცენტრში დავახვედრებთ. რაც მთავარია, სახლში მიტანის მომსახურება უფასოა. ჩვენი სურვილია მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და უნიქარდზე ქულების დაგროვების და დახარჯვის პროცესი მაქსიმალურად პოზიტიური იყოს.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა