მიხეილ სააკაშვილი ოდესის მერის არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება და საპროტესტო აქციებს გეგმავს

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კვირას ჩატარებული მერის არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება და საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს. ამის შესახებ "ეხო მასკვი" იტყობინება.

სააკაშვილმა და არჩევნებში დამარცხებულმა მისმა მრჩეველმა, ალექსანდრ ბოროვიკმა მოუწოდეს მხარდამჭერებს, ოდესის საოლქო სასამართლოსთან შეიკრიბონ, სადაც დღეს არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ მათი სარჩელი განიხილება.

როგორც უკრაინული მედია წერს, ცესკო-ს მონაცემებით, 25 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში ოდესის მოქმედმა მერმა,  გენადი ტრუხანოვმა გაიმარჯვა, მას არჩევნებში მონაწილეთა 53 %-მა დაუჭირა მხარი.

გენადი ტრუხანოვის მთავარმა მეტოქემ, ალექსანდრ ბოროვიკმა ხმათა 25,7 % დააგროვა. თავად ბოროვიკი აცხადებს, რომ ტრუხანოვმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, ამიტომ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნაა საჭირო.

მიხეილ სააკაშვილის გუნდში არჩევნების გაყალბებაზეც აცხადებენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს