ჯაბა სამუშიას ვარშავის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო გადაეცა

ჯაბა სამუშიას ვარშავის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო გადაეცა. ჟურნალ "ისტორიანის" რედაქტორი, თბილისის საკრებულოს წევრი , თსუ-ს პროფესორი ჯაბა სამუშია ვარშავის უნივერსიტეტის სენატმა უცხოელთათვის განკუთვნილი უმაღლესი ჯილდოთი - უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.

სხვადასხვა დროს ეს ჯილდო მიღებული აქვთ ცნობილ მეცნიერებს, მაღალი რანგის პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს. InterPressNews.Ge

ჯილდოს გადაცემის ფარგლებში ჯაბა სამუშიამ ჩაატარა ღია ლექცია - კავკასიის გეოპოლიტიკური გამოწვევები და პოლიტიკური პროცესები მილენიუმის მიჯნაზე. სამუშიამ მონაწილეობა მიიღო ასევე "პრომეთეული" მოძრაობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს