ოდესის მერობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის მრჩევლის ალექსანდრ ბოროვიკის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

ოდესის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ ოდესის მერობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის მრჩევლის ალექსანდრ ბოროვიკის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ბოროვიკი სუვოროვის რაიონული საარჩევნო კომისიის ქმედებების უკანონოდ ცნობას, რამდენიმე საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების გაუქმებას, ნაწილზე კი - ხმების გადათვლას ითხოვდა.

კიდევ ერთი სარჩელი მერობის კანდიდატმა მალინოვსკის რაიონულ საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ შეიტანა, ანალოგიურ სარჩელს ამზადებს პრიმორსკის რაიონული საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.

ოდესის საქალაქო საარჩევნო კომისიის ცნობით, კვირას ჩატარებულ მერის არჩევნებში ოდესის მოქმედმა მერმა გენადი ტრუხანოვმა გაიმარჯვა, მას არჩევნებში მონაწილეთა 50%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი. ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა და ალექსანდრ ბოროვიკმა, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავეს, არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე განაცხადეს.

28 ოქტომბერს, ოდესის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს შენობასთან, სადაც ხმის დათვლის პროცედურის დროს დარღვევების შესახებ სარჩელი განიხილებოდა, ბოროვიკისა და ტრუხანოვის მხარდამჭერთა მიტინგები გაიმართა.

29 ოქტომბერს კი, სააკაშვილი ოდესაში მხარდამჭერებს შეხვდა. შეხვედრაზე "ქურდებისა და თაღლითების" საწინააღმდეგო კომიტეტი შექმნეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს