ცესკოს განმარტებით, საარჩევნო აგიტაცია მხოლოდ კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო უბანზე იკრძალება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, საარჩევნო აგიტაცია მხოლოდ კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო უბანზე იკრძალება.

როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, საარჩევნო უბნის მიღმა შესაძლებელია რომელიმე პარტიის წარმომადგენლები აგიტაციას აწარმოებდნენ.

"საარჩევნო უბნებს მიღმა რაც ხდება, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციას არ შეეხება. მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, კანონის მიხედვით, საარჩევნო აგიტაცია იკრძალება მხოლოდ კენჭისყრის შენობაში, ანუ საარჩევნო უბანზე. საარჩევნო უბნის მიღმა შესაძლებელია იმყოფებოდნენ რომელიმე პარტიის წარმომადგენლები და ამომრჩეველთან აწარმოებდნენ აგიტაციას, ეს კანონის დარღვევა არ არის", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება აქტივობას, ამის შესახებ ცესკო ინფორმაციას ცოტა ხანში გაავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს