საოლქო-საარჩევნო კომისიებში ამ ეტაპზე საჩივრები არ შესულა

საოლქო-საარჩევნო კომისიებში ამ ეტაპზე საჩივრები არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"რაც შეეხება უბნებში შესულ საჩივრებს, ამასთან დაკავშირებით, მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას, თუკი უბნებზე საჩივრები შესულია", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცოტა ხნის წინ ცესკომ 12.00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

12.00 საათის მონაცემებით, საგარეჯოში ამომრჩეველთა 12,7 პროცენტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ასევე 12,7 პროცენტი გამოცხადდა არჩევნებზე მარტვილში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს