20:00 საათამდე საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგის გამოქვეყნება იკრძალება

კანონმდებლობის მიხედვით, დღეს 20:00 საათამდე საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგის გამოქვეყნება იკრძალება, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია, გარდა ამისა, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში.

ცესკო-ს მონაცემით, საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედურ არჩევნებს აკვირდებიან - 22 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 728 წარმომადგენელი, 4 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის 22 დამკვირვებელი და 16 მედია-ორგანიზაციის 347 წარმომადგენელი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება