გიორგიწმინდის საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე შსს-მ ადმინისტრაციული შესწავლა დაიწყო

საგარეჯოში, კერძოდ გიორგიწმინდის #20 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული შესწავლა დაიწყო.

როგოც "ინტერპრესნიუსს" შსს პრესსამსახურში განუცხადეს, ადმინისტრაციული შესწავლის ფარგლებში ინციდენტის მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს. დაკითხეს თუ არა სოფლის რწმუნებული გიორგი ჭიაბერაშვილი, შსს-ში არ აკონკრეტებენ.

როგორც ცნობილია, გიორგიწმინდის # 20 უბანზე დაპირისპირება შუალედურ არჩევნებში საგარეჯოს მაჟორიტარობის ორი კანდიდატის "ქართული ოცნებიდან" თამარ ხიდაშელისა და "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბების წარმომადგენლებს შორის მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება