გოჩა თევდორაძის ინფორმაციით, "პატრიოტთა ალიანსმა" ამომრჩევლისთვის 20 და 50 ლარის დარიგების ფაქტები დააფიქსირა

საგარეჯოში, "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გოჩა თევდორაძის ინფორმაციით, გარკვეულ უბნებზე ამომრჩევლის მოსყიდვა ხდება.

როგორც თევდორაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არის უბნები, სადაც "პატრიოტთა ალიანსმა" ამომრჩევლისთვის 20 და 50 ლარის დარიგების ფაქტები დააფიქსირა.

"ვფიქრობთ, რომ ეს გრძელდება სხვადასხვა უბნებზე. ძირითადად საუბარია იმ საარჩევნო უბნებზე, რომელზეც წინასწარი გამოკითხვებით სახელისუფლებო კანდიდატს სუსტი პოზიცია ჰქონდა", - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

მისივე თქმით, ასევე დაფიქსირებულია ფაქტები, როდესაც გამგებლები და რწმუნებულები ამომრჩეველს პირდაპირ მოუწოდებენ, ვინ შემოხაზონ.

"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატის ირმა ინაშვილის შტაბში მომდევნო ბრიფინგი 18.00 საათზე გაიმართება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის