გიორგიწმინდის საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო

საგარეჯოს რაიონის გიორგიწმინდის #20 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით ორივე მხარე დაიკითხება.

როგორც ცნობილია, გიორგიწმინდის # 20 უბანზე დაპირისპირება შუალედურ არჩევნებში საგარეჯოს მაჟორიტარობის ორი კანდიდატის "ქართული ოცნებიდან" თამარ ხიდაშელისა და "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბების წარმომადგენლებს შორის მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება