ცესკო - 17.00 საათის მონაცემებით, საგარეჯოში ამომრჩეველთა 28,1 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, მარტვილში - 33,1 პროცენტმა

ცენტრალური საარჩევნო კომისია 17.00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამასთან დაკავშირებით, ცესკოში ბრიფინგი გამართაცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ. 17.00 საათის მონაცემებით, საგარეჯოში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 28,1 პროცენტმა, მარტვილში - 33,1 პროცენტმა. რაც შეეხება საკრებულოს არჩევნებს, დმანისში - 26,7 პროცენტმა, ვანში - 40,4, ხობში - 44,4 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.

ცესკო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩეველს აქტიურობისკენ და მათ შეახსენებს, რომ საარჩევნო უბნები 20.00 საათზე დაიხურება.

ცესკოს სპიკერის ცნობით, საარჩევნო პროცესი მშვიდ და წყნარ გარემოში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

საგარეჯოსა და მარტვილში დღეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.

გარდა პარლამენტის შუალედური არჩევნებისა, დღევე დმანისის, ვანის, ხობისა და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება