მარტვილში, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 33-მა პროცენტმა მისცა ხმა

მარტვილის საარჩევნო ოლქში, 17:00 საათის მონაცემებით, 11 ათას 84-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ეს ამომრჩეველთა რაოდენობის 33, 08 პროცენტია.

65-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ იმატა.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, საოლქოში ცხრა საჩივარია შესული. კომისიი თავმჯდომარის, გრიგოლ ბართაიას თქმით, საჩივრები პროცედურულ დარღვევებს ეხება.

მარტვილში პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად ორი კანდიდატი იბრძვის. "ქართული ოცნებიდან" სოსო დანელია და "პატრიოტთა ალიანსიდან" - ეთერ მეძველია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება