უკრაინაში აფხაზური და ოსური სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალებებს დააჯარიმებენ

უკრაინაში აფხაზური და ოსური სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალებებს დააჯარიმებენ, რადგან უკრაინა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საპატრულო პოლიცია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. განცხადების თანახმად, სამართალდამცავმა ორგანომ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის სამართლებრივი სტატუსის შეფასების თხოვნით მიმართა.

"საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ უკრაინა ე.წ. "რესპუბლიკებს" დამოუკიდებელ ან სხვა სახელმწიფოების ნაწილებად არ აღირებს, არამედ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს. ამიტომ ამ და სხვა არაღიარებული ფორმირებების სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნები - ნიშნების არარსებობის ექვივალენტია", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საპატრულო პოლიციის განმარტებით, მსგავსი სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალებების უკრაინის ტერიტორიაზე დაფიქსირების შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანო კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს