საჯარო რეესტრი - ზაალ უდუმაშვილისთვის მმართველის უფლების მინიჭების თაობაზე საჯარო რეესტრში განცხადება არ შესულა

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე  ზაალ უდუმაშვილისთვის მმართველის უფლების მინიჭების თაობაზე მათთან განცხადება საერთოდ არ შესულა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც "მტკნარ სიცრუეს" უწოდებს ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა რაიმე ტიპის დოკუმენტი, რომელიც ზაალ უდუმაშვილს კომპანიის მართვის უფლებას ანიჭებდა.

"კერძოდ, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების - დავით დვალის და რევაზ საყევარიშვილის მიერ ზაალ უდუმაშვილზე გაცემული მინდობილობა, საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. აღნიშნულის გადამოწმება შესაძლებელია საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index&state;=search), კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომრით: 211352016. ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე შესაძლებელია იმის ნახვაც, რომ ამ საკითზე საჯარო რეესტრში განცხადებაც კი არ შემოსულა.

,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად საჯარო რეეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება საწარმოს დირექტორი და არა მისი მინდობილი პირები.

ზაალ უდუმაშვილს, დავით დვალს და რევაზ საყევარაშვილს ერთობლივი განცხადებითაც რომ მოემართათ საჯარო რეეესტრისთვის, ეს მინდობილობა მაინც ვერ და არ დარეგისტრირდებოდა. ვინაიდან დირექტორის (მოცემულ შემთხვევაში დროებითი მმართველის) მინდობილი პირის/წარმომადგენლის რეგისტრაციის შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (შპს შემთხვევაში დირექტორი) საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ კომპანიის პართნიორთა (წილის მესაკუთრეთა) გადაწყვეტილების საფუძველზე. ხოლო უშუალოდ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობა წარმოადგენს კერძოსამართლებრივ ურთიერთობას უშუალოდ მასსა და სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის და მას კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებთან არანაირი შეხება არ გააჩნია.

შესაბამისად, საჯარო რეესტრი თვლის, რომ ნიკა გვარამიასა და ასევე დროებით მმართველების, დავით დვალისა და რევაზ საყევარიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები საჯარო რეესტრთან მიმართებაში უპასუხისმგებლოა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ მისი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის საქმიანობას და თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებების ანდა ფაქტობრივად არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია