უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ თბილისის საკრებულოს შენობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ლევან ბოძაშვილმა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელით მწუხარება გამოთქვა 13 ნოემბერს ქალაქ პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით და დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

"ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ 13 ნოემბერს პარიზში მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული სასტიკი ტერორისტული აქტების გამო. ეს იყო შეტევა არა მხოლოდ ფრანგ ხალხზე, არამედ მთელს ცივილიზებულ სამყაროზე, იმ სამყაროზე, რომელიც იზიარებს და იცავს ძმობის, თანასწორობისა და თავისუფლების წარუვალ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს. ქართველი ხალხი, საქართველოს ყველა მოქალაქე დღეს თავს აიგივებს ამაყ ფრანგ ხალხთან და დგას მის გვერდით ზუსტად ისევე, როგორც 2008 წელს ფრანგი ხალხი იდგა საქართველოს გვერდით აგვისტოს მძიმე დღეებში. ეს თანადგომა არის ახლა და იქნება მაშინაც, როდესაც საფრანგეთი, მთელი ევროპა და სრულიად ცივილიზებული სამყარო გადაწყვეტს უფრო აქტიურად იმოქმედოს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენთა დასასჯელად", – განაცხადა ბოძაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს