ფრანგული სატირული გამოცემა "შარლი ებდო" პარიზის ტერაქტებს ახალი კარიკატურით ეხმაურება. როგორც "ბიბისი" წერს, ჟურნალის ხვალინდელი ნომრის ყდაზე გამოსახულია დახვრეტილი ადამიანი შამპანიურის ბოთლით. კარიკატურას ახლავს წარწერა: "მათ აქვთ იარაღი. მაგათი დედაც - ჩვენ შამპანიური გვაქვს!".
"შარლი ებდომ" ტერაქტებთან დაკავშირებით კარიკატურა გუშინაც გამოაქვეყნა.