იუვალ ფუქსი - ჩვენ მხოლოდ ერთად ყოფნით შეგვიძლია გავიმარჯვოთ ტერორიზმზე

მხოლოდ ერთად ყოფნით ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ ტერორიზმზე, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, იუვალ ფუქსმა თბილისის საკრებულოში ჟურნალისტებს განუცხადა.

იუვალ ფუქსმა თბილისის საკრებულოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ფრანგი ხალხის მიმართ მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა. მან დაღუპულთა ოჯახებსა და მათ მეგობრებს მიუსამძიმრა.

"ჩვენ ყველანი ვდგევართ ფრანგი ხალხის გვერდით ამ მძიმე წუთებში. ჩვენ წლებია ვდგევართ ტერორიზმის პრობლემის წინაშე და მოვალე ვართ წინ აღვუდგეთ ტერორიზმს. მხოლოდ ერთად ყოფნით ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ ტერორიზმზე, თითოეული ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რომელშიც ვცხოვრობთ, უნდა იყოს ჩართული და იმოქმედოს წინასწარ იმისთვის, რომ ასეთი ფაქტები არ მოხდეს მოქალაქეების, დიპლომატების წინააღმდეგ. ეს არის მხოლოდ მესიჯი, რომელიც მოდის მსგავსი მოვლენებიდან, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ, ვფიქრობ, უნდა ითქვას, რომ მთავარია ჩვენი სამძიმარი გამოვხატოთ ფრანგი ოჯახებისა და მათი მეგობრების მიმართ, რომ ჩვენ მათთან ერთად ვართ", - აღნიშნა იუვალ ფუქსმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს