ტარიელ ხეჩიკაშვილმა ფრანგ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა პარიზში, 13 ნოემბერს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით ფრანგ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

მინისტრმა საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში დღეს ჩანაწერი გააკეთა და აღნიშნა, რომ ტრაგედია, რომელიც პარიზში დატრიალდა, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს და ერებს აერთიანებს სამყაროს უდიდესი ბოროტების - ტერორიზმის წინააღმდეგ.

თბილისის საკრებულოში ფრანგი ხალხის თანაგრძნობისთვის სამძიმრის წიგნი გაიხსნა. თბილისის საკრებულოს ფოიეში მოწყობილია სპეციალური ადგილი, სადაც მოქალაქეებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მთავრობის წევრებს შეუძლიათ, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთონ და 13 ნოემბრის ტერაქტების გამო ფრანგ ხალხს მიუსამძიმრონ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი