პარიზის გარეუბანში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამართალდამცველი დაიჭრა

პარიზის სან-დენის გარეუბანში, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია ტარდება, ამ დროისთვის სროლის ხმა შეწყდა. როგორც მედია იტყობინება, დაჭრილია სულ მცირე ერთი სამართალდამცველი. "ბიბისის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ სან-დენიში აფეთქებებისა და ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა.

ადგილზე მომუშავე ფრანგი ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ რამდენიმე ადამიანი ერთ-ერთ ბინაში ჩაიკეტა და ბარიკადები აღმართა. სააგენტო "ესოშიეითედ პრესი" წერს, რომ რეიდი პარიზის ტერაქტებთან კავშირში მყოფი მთავარი ეჭვმიტანილის აბდელჰამიდ აბაუდის წინააღმდეგაა მიმართული.

ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას სახლებში დარჩენა ურჩიეს, ნაწილი ევაკუირებულია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება