პარიზში ანტიტერორისტული ოპერაცია დასრულდა

პარიზის სან-დენის გარეუბანში ანტიტერორისტული ოპერაცია დასრულდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დე ფოლმა განაცხადა.

ამასთან, სამართალდამცველები რაიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ღონისძიებებს ატარებენ.

ბოლო მონაცემებით, პარიზის სან-დენის გარეუბანში, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულია შვიდი ადამიანი, აქედან სამი ტერორისტია. სპეცოპერაციის დროს მსუბუქად დაიჭრა ხუთი სამართალდამცველი.

საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, ოპერაციის დროს დაიღუპა ორი ტერორისტი, აქედან ერთ-ერთმა, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა შტურმისას თავი აიფეთქა.

ფრანგული მედიის ცნობით, ტერორისტები პარიზის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ბიზნესრაიონ დეფანსში ტერაქტს ამზადებდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება