ფრანსუა ოლანდი - "ისლამური სახელმწიფო" მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს

"ისლამური სახელმწიფო" მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ფრანგი ხალხის ტერორისტებისგან დასაცავად.როგორც "ბიბისი" იტყობინება, ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, საფრანგეთის ქალაქების მერთა კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მან დაადასტურა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დღეს ხმელთაშუა ზღვაში ფრანგული ავიამზიდი "შარლ დე გოლი" გააგზავნეს.

"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია გავააქტიურეთ. ავიამზიდმა "შარლ დე გოლმა" პორტი დღეს დატოვა. ეს საშუალებას მოგვცემს, ჩვენი შესაძლებლობები რამდენჯერმე გავზარდოთ", - განაცხადა ოლანდმა. მისი თქმით, საფრანგეთი "თავისუფლების ქვეყნად" დარჩება და მის დაშინებას ვერავინ შეძლებს.

ფრანსუა ოლანდი პარიზის სენ-დენის გარეუბანში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას შეეხო და სამართალდამცავ ორგანოებს მადლობა გადაუხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საფრანგეთი საომარ ვითარებაში იმყოფება. მისი თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საფრანგეთი კოალიციას შექმნის. ამ მიზნით ფრანსუა ოლანდი უახლოეს პერიოდში ჯერ აშშ-ში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება, შემდეგ კი, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, რუსეთს ეწვევა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება