ფრანსუა ოლანდი - "ისლამური სახელმწიფო" მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს

"ისლამური სახელმწიფო" მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ფრანგი ხალხის ტერორისტებისგან დასაცავად. როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, საფრანგეთის ქალაქების მერთა კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მან დაადასტურა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დღეს ხმელთაშუა ზღვაში ფრანგული ავიამზიდი "შარლ დე გოლი" გააგზავნეს.

"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია გავააქტიურეთ. ავიამზიდმა "შარლ დე გოლმა" პორტი დღეს დატოვა. ეს საშუალებას მოგვცემს, ჩვენი შესაძლებლობები რამდენჯერმე გავზარდოთ", - განაცხადა ოლანდმა. მისი თქმით, საფრანგეთი "თავისუფლების ქვეყნად" დარჩება და მის დაშინებას ვერავინ შეძლებს.

ფრანსუა ოლანდი პარიზის სენ-დენის გარეუბანში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას შეეხო და სამართალდამცავ ორგანოებს მადლობა გადაუხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საფრანგეთი საომარ ვითარებაში იმყოფება. მისი თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საფრანგეთი კოალიციას შექმნის. ამ მიზნით ფრანსუა ოლანდი უახლოეს პერიოდში ჯერ აშშ-ში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება, შემდეგ კი, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, რუსეთს ეწვევა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო