ბელგიურმა მედიამ იმ თვითმკვლელი ქალის ვინაობა დაადგინა, რომელმაც გუშინ პარიზის გარეუბანში თავი აიფეთქა

ბელგიურმა მედიამ იმ თვითმკვლელი ქალის ვინაობა დაადგინა, რომელმაც გუშინ დილით, პარიზის სენ-დენის გარეუბანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა.

როგორც ბელგიური გამოცემა La Derniere Heure იტყობინება, 26 წლის ასნა აიტ ბულანსენი პარიზის ტერაქტების ორგანიზატორის, აბდელჰამიდ აბაუდის ნათესავი იყო.

ეთნიკური მაროკოელი, ბულანსენი 1989 წელს საფრანგეთში დაიბადა. 2013 წლის დეკემბრამდე ის სამშენებლო კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა.

რაც შეეხება აბდელჰამიდ აბაუდს, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება