პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, ტერაქტების ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი მოკლულია

პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი მოკლულია. ინფორმაციას ამის შესახებ პარიზის პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, აბაუდი გუშინ დილით, პარიზის სენ-დენის გარეუბანში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა მოკლეს.

გვამის იდენტიფიცირების შედეგები ამ წუთებში გახდა ცნობილი.

"ბიბისი" წერს, რომ ტერორისტის ამოცნობა თითის ანაბეჭდით მოხდა. მისი ცხედარი სამართალდამცველებმა იმ ბინის შტურმისას აღმოაჩინეს, სადაც აბაუდი სხვა ტერორისტებთან ერთად იმყოფებოდა.

შტურმის დროს აბაუდის ნათესავმა, 26 წლის ასნა აიტ ბულანსენმა თავი აიფეთქა.

28 წლის ეთნიკური მაროკოელი აბდელჰამიდ აბაუდი - ბელგიის მოქალაქე იყო. 2010 წელს ის პარიზის ტერაქტების ერთ-ერთ სავარაუდო შემსრულებელთან, სალაჰ აბდესლამთან ერთად, შეიარაღებული ძარცვის ბრალდებით ბელგიაში სასჯელს იხდიდა. 2013 წელს აბაუდი "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანდა.

პარიზის ტერაქტების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მან თავდასხმები სირიიდან დაგეგმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო