გაიმეორებს თუ არა „რიგითი რაიანის გადასარჩენად“ კინოანშლაგებს „ქერჩი-დაკარგული გმირები“

“Saving Private Ryan”, “Band of Brothers” და სხვა მსგავსი შედარებები მოჰყავთ GDS-ის ამერიკელ კონსულტანტებს, რომლებმაც “ქერჩი-დაკარგული გმირების” მასალა , ქართველ მაყურებელზე ადრე ნახეს. 7 ეპიზოდად წარმოდგენილი ორიგინალურ ქართულ დრამაზე, ზემოთხსენებული ამერიკული მაგალითებისგან განსხვავებით არ უმუშავია სტივენ სპილბერგს. “ქერჩის” რეჟისორი და შემქმნელი - ლევან დაბრუნდაშვილია, რომელმაც “ტიფლისი” ქართველ მაყურებელს აჩუქა.

“ქერჩი - დაკარგული გმირების” საპრემიერო კინოჩვენება (სრულმეტრაჟიან ფილმად გაერთიანებული პირველი და მეორე სერიის) Cavea IMAX-ში, 26 ნოემბერს გაიმართება.

„ქერჩში“ ნაჩვენებია, თუ როგორ ცდილობდნენ საქართველოს დასაცავად წასული რიგითი ჯარისკაცები სიმტკიცის შენარჩუნებას იმ ჯოჯოხეთში, რომელშიც ისინი, საბჭოთა გენერალიტეტმა, აბსოლუტურად დაუცველად გაგზავნა. ეს არის თითოეული ქართული ოჯახის პირადი დრამა და კინოში მაყურებელი ფილმის პერსონაჟად ქცეულ წინაპარებს იხილავს.

ლევან დაბრუნდაშვილი (რეჟისორი): ,,ახალმა თაობამ მცირე რამ იცის ამ ბრძოლის შესახებ, ძველი თაობა ნელ-ნელა მიდის, მომავალ თაობას, ალბათ, სულ აღარაფერი ეცოდინება. მე ვფიქრობ, ეს ისტორია ქართველებს უნდა ახსოვდეთ ისე, როგორც ახსოვთ დიდგორის ბრძოლა ან აფხაზეთის ან 8 აგვისტო. თითზე ჩამოსათვლელები დარჩნენ ის ადამიანებიც, ვინც ეს ჯოჯოხეთი გამოიარეს და მგონია, რომ ამ პროექტით ჩვენ ოდნავ მაინც დავაფასებთ იმ ღვაწლს, რაც მათ საქართველოსთვის გასწიეს."

26 ნომებრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით მაყურებელს შესაძლებლობა ექნება „ქერჩის“ პირველი და მეორე ეპიზოდი საქართველოს ყველა კინოთეატრში იხილოს, სადაც დღეში მხოლოდ 1 სეანსი გავა. სატელევიზიო პრემიერია კი GDS-ის ეთერში, 2 დეკემბერს 23:00-ზეა დაგეგმილი.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ