ნანა კაკაბაძე პოლიტპატიმართა სიაში ლევან ფხაკაძის მოხვედრას იმით ხსნის, რომ იგი ერთ-ერთ პარტიას აფინანსებდა, თუმცა არ ახსოვს - რომელს

"ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე პოლიტპატიმართა სიაში ლევან ფხაკაძის მოხვედრას იმით ხსნის, რომ იგი ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას აფინანსებდა, თუმცა არ ახსოვს - რომელს.

კაკაბაძე ჟურნალისტებს მოუწოდებს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტიდან გამოითხოვონ საქმეები და ამის მერე დასვან კითხვები, უნდა მოხვედრილიყო თუ არა ესა თუ ის ადამიანი პოლიტპატიმართა სიაში.

"ვინმემ გამოითხოვა ლევან ფხაკაძის საქმე და მერე დასვა კითხვები? მე მომეწონა პოზიცია, როდესაც მან არ უპასუხა კითხვებს, რადგან პოლიტპატიმრები თავის მართლების პოზიციაში არ უნდა იყვნენ. ეს სტატუსი რომელიღაც პოლიტიკური პარტიის გამო ჰქონდა, ის ვიღაცას ფინანსურად ეხმარებოდა და ამ პარტიამ თქვა, რომ ფხაკაძე იყო ჩვენი დამფინანსებელიო. ის არის ბიზნესმენი, დღესაც აქვს სამშენებლო ბიზნესი. პოლიტიკურ პარტიებს ჰყავდათ, ერთი მხრივ, პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც განიცდიდნენ ასეთ შევიწროებებს და მეორე მხრივ, ჰყავდათ ბიზნესმენები, რომლებიც მათი მხარდაჭერის გამო იდევნებოდნენ", - განაცხადა კაკაბაძემ.

ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ არ ახსოვს თუ რომელი პოლიტიკურ პარტიის დაფინანსების გამო იქნა მიჩნეული, რომ ფხაკაძის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა.

ლევან ფხაკაძე, რომელსაც დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, 2012 წელს პოლიტპატიმართა სიაში მოხვდა და შესაბამისად, მასზე ძებნა გაუქმდა. გამოძიების ინფორმაციით, პოლიტდევნილის სტატუსის მიღებამდე 5 წლით ადრე ფხაკაძემ ლევან ზირაქაძეს 8 ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა