ალეკო ელისაშვილი – პრეზიდენტის დაკითხვა პრობლემას არ წარმოადგენს – კანონის წინაშე ყველა თანასწორია

შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა პროკურატურას ორი ოფიციალური წერილით მიმართა და მის ტელეფონზე ჩატარებული ექსპერიტიზის დასკვნა, ასევე პროკურატურის შენობაში მისი ყოფნის შესახებ ყველა მასალა გამოითხოვა.

როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ტელეფონის მყარ დისკზე არსებობს მესიჯი, რომელშიც ერთ-ერთი პოლიტიკოსი კატეგორიულად მოითხოვს ერთ-ერთ მძიმე საქმეზე მსჯავრდებულის კრიტერიუმების დაცვის გარეშე შეწყალებას.

ელისაშვილის განცხადებით, ეს ინფორმაცია მან "იმ დღესვე" მიაწოდა პრეზიდენტსაც და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელსაც.

რაც შეეხება ე.წ. შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის დაკითხვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, ელისაშვილის თქმით, პრეზიდენტის დაკითხვა არანაირი პრობლემა არ არის, რადგან იგი კანონის წინაშე ისეთივე თანასწორია, როგორც სხვა მოქალაქეები.

"გვინდა რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვიცხოვროთ. პრეზიდენტის დაკითხვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ის კი არის მაღალი პასუხიმგებლობის პირი, თუმცა კანონის წინაშე ყველა თანასწორია", - განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს